ვანის N2 საჯარო სკოლამ ეროვნული სამოსის დღე აღნიშნა
22-05-2018
ვანის N2 საჯარო სკოლა ვანში გამართულ ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთო.
სხვადასხვა კუთხის სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა ქალაქის ქუჩები მოიარეს და სხვადასხვა დაწესებულებებს ესტუმრნენ.
„ეროვნულობა ხელს არ უშლის
ევროპელობას, რადგან ევროპელობა არ ნიშნავს დაკარგო შენი იდენტობა. როგორც
კი დაკარგავ ინდივიდუალიზმს, გშანთქავს გლობალიზაცია. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ინდივიდუალიზმი, სამშობლოს
უსასრულო სიყვარული და სწრაფვა ევროპისაკენ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. იხილეთ ფოტოები