რას ნიშნავს ცოდნის გადატანა - ეშტიის N1 სკოლის მოსწავლეების ინტეგრირებული გაკვეთილი
21-11-2016
ეშტიის N1 სკოლის მეშვიდე კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე - „სიმრავლეები“ ჩატარდა. 

ბავშვებმა მათემატიკაში მიღებული ცოდნა გამოიყენეს, როგორც  ქათულ, ინგლისურ ენებში, ასევე ბიოლოგიაშიც. 

გაკვეთილის მიზანი იყო ცოდნის გადატანა, რაც ერთ-ერთი საჭირო უნარია მოსწავლეებისათვის. 

გაკვეთილმა თავის მიზანს მიაღწია, რადგან მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა შეძლეს ცოდნის გამოყენება პრაქტიკულად და გადაიტანეს სხვა საგნებშიც.  

ეს ყველაფერი კარგად ჩანდა შესრულებულ აქტივობებიდან, რომლებიც შეასრულეს დიდი მონდომებითა და ხალისით.

სკოლა მადლობას უხდის პედაგოგებს: გინიკ მანასიანს, სიუზანნა არაქელიანს, არმინე ეგნატოსიანს და ნინა მარიკიანს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203