განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ბრძანებით, 2024 წლის პირველი იანვრიდან უწებას განახლებული სიმბოლიკა ექნება.
ცვლილების მიზეზი, განათლების სამინისტროსთვის ახალი დეპარტამენტის შეერთება და სახელის ცვლილებაა, როგორც უკვე საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მომავალი წლიდან ახალგაზრდობის დეპარტამენტიც განათლების სამინისტროს უერთდება, შესაბამისად, 2024 წლის პირველი ინავრიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გვექნება.
იხილეთ, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების განახლებული ვიზუალი
აქვე, ცნობისთვის შეგახსნებთ, 2018 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სპორტისა და კულტურის მიმართულებებსაც კურირიებდა, უწყების დასახელება კი ასეთი იყო - განათლების, მეცნიერების სპორტისა და კულტურის სამინისტრო. უწყება ორად,2021 წელს გაიყო - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზდრობის სამინისტრო.