წლიური ანგარიში საგნობრივი კათედრებისთვის - ინსტრუქცია და მიმართულებები
28-12-2023

წლიური ანგარიში არის დოკუმენტი, რომელიც მასწავლებლების წლიურ მუშაობას აჯამებს. დოკუმენტის შედგენაზე კათედრის ყველა წევრმა უნდა იმუშაოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, რომელიმე პედაგოგის მიერ წლის განმავლობაში შესრულებული აქტივობები დაიკარგოს და ანგარიშში ვერ მოხვდეს.

რა ინფორმაციას უნდა მოიცავდეს წლიური ანგარიში?

კათედრის მუშაობის გზამკვლევში მოცემულია 15 მიმართულება, რომლებიც წლიურ ანგარიშში აუცილებლად უნდა აისახოს, ესენია:

  1. სტატისტიკური მონაცემები (მოსწავლეების რაოდენობა თოთოეული კლასის მიხედვით; მასწავლებლების რაოდენობა საგნების მიხედვით).
  2. შედეგები (მოსწავლეთა შედეგები კლასების მიხედვით და მათი შედარება წინა წლების მაჩვენებლებთან; შემაჯამებელ დავალებებში მოსწავლეთა შედეგები და პარალელური კლასების შედეგების შედარების ანალიზი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით მიღწეული წარმატებები);
  3. შემაჯამებელი დავალებების შესრულების გრაფიკის თანხვედრა დაგეგმილთან, შემაჯამებელი დავალებების ტიპების მრავალფეროვნების, სირთულის და ა.შ. ანალიზი;
  4. კათედრის მიერ განხორციელებული აქტივობები. უნდა გააანალიზდეს, შესაბამისობაშია თუ არა აქტივობები წლის დასაწყისში გაწერილ სამოქმედო გეგმასთან. შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში რამ გამოიწვია ეს;
  5. კათედრის მიერ შექმნილი რესურსები, მათი შეფასება;
  6. კათედრის მიერ სხვა კათედრებთან ერთობლივად განხორციელებული აქტივობები და მათი შეფასება;
  7. სასწავლო პროცესის დახვეწისა და თითოეული მასწავლებლის პროფესიული ზრდისთვის განხორციელებული აქტივობები, რომელიც მიმართულია ურთიერთდახმარების, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისკენ;
  8. კათედრის მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები, მათი რელევანტურობის დასაბუთება;
  9. კათედრის მიერ განხორციელებული აქტივობები არაფორმალური განათლების მიმართულებით, მათი რელევანტურობის დასაბუთება;
  10. კათედრის მიერ განხორციელებული სოციალური პროექტები და მათი მიზნობრიობის დასაბუთება, შედეგები;
  11. კათედრის ძლიერი მხარეები;
  12. კათედრის გასაუმჯობესებელი მხარეები;
  13. მომავალი სასწავლო წლისთვის გასათვალისწინებელი საკითხები - სავარაუდო საფრთხეები და შესაძლებლობები;
  14. კვლევის შედეგები (არსებობის შემთხვევაში).
  15. დასკვნა.

წლიურ ანგარიშში, გარდა ჩამონათვალისა, აუცილებლად უნდა აისახოს, რამდენად იყო თითოეული მასწავლებელი ჩართული კათედრის მიერ შემუშავებული გეგმების შესრულებაში. ანგარიში საშუალებას იძლევა, კათედრამ გააანალიზოს წლის მანძილზე ჩატარებული აქტივობების ეფექტიანობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203