თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში ბოლო ზარმა ემოციურად ჩაიარა
22-05-2018

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ ღონისძიებით აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენელის თქმით, ეს დღე ერთდროულად მღელვარე და სიხარულის მომტანი იყო, როგორც მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის, ასევე პედაგოგებისა და მშობლებისათვის.

საზეიმოდ მორთული სკოლის სააქტო დარბაზი ვერ იტევდა სტუმრებს, რომლებსაც სურდათ ეს მნიშვნელოვანი დღე სკოლის კურსდამთავრებულთათვის მიელოცათ.

დარბაზი სავსე იყო მშობლებით, ბებიებითა და პაპებით. სტუმართა შორის იყვნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მისი მოადგილეები -  ლია ზურებიანი და მალხაზ სამაშვილი, თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გულნაზი აფციაური და კულტურის ცენტრთან არსებული საბავშვო თეატრ „გარისის“ სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ბეკოშვილი.

მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა. მოზარდებს სიურპრიზი მოუწყო პირველმა მასწავლებელმა, რომელმაც მოსწავლეებს მათი პირველი ნამუშევრები გადასცა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, განსაკუთრებული იყო სკოლის დირექტორის გიული ზაქაიძის მისალოცი სიტყვა, მან წარმატებები უსურვა კურსდამთავრებულებს ცხოვრების ფართო გზაზე.

ამაღელვებელი იყო ბატონ გიორგი ქორიძის მილოცვაც, რომელმაც სიამოვნებით აღნიშნა, რომ არის ამავე სკოლის კურსდამთავრებული. სკოლადამთავრებულებს „ბოლო ზარი“ თითოეულმა სტუმარმა მიულოცა.

„დღემ მეტად ემოციურად, მხიარულად და საზეიმო ვითარებაში ჩაიარა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203