2023 წელი ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიისთვის მრავალფეროვანი და სტუდენტთა პრაქტიკული სწავლებით იყო დატვირთული
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ 2023 წელი შეაჯამა. აკადემია სტუდენტებს მრავალფეროვან სასწავლო გარემოს და პრაქტიკულ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც ხარისხიანი განათლების მიღებისთვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
ცნობისთვის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია დაფუძნებულია 30 წლიანი საგანმანათლებლო გამოცდილების საფუძველზე, რომელსაც 2014 წელს მიენიჭა ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, დღეისათვის ახორციელებს პრიორიტეტული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს.
BTA აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს:
- სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა;
- სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამა;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიერ შემუშავებული შრომის უსაფრთხოების სპეცილისტის აკრედიტებული პროგრამა.
გთავაზობთ: 2023 წლის დატვირთული და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის ამსახველ ფოტომასალა: