8 იანვარს მოსწავლეებისთვის ტესტირება 3 საგანში ჩატარდება - დეტალურ ინფორმაციას NAEC ავრცელებს
05-01-2024
2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 8 იანვრის 10:00 საათზე დაიწყება და 12 იანვარს დასრულდება.

ტესტირების მსვლელობისას მოსწავლეს ეკრძალება:

  • მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა;
  • დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლებისა და სხვათა გამოყენება;
  • გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით; 
  • სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება (სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ მეთვალყურესთან ერთად).
  • ტესტირებაზე შესაძლებელია წყლის შეტანა პლასტმასის ბოთლით.
იხილეთ განრიგი:

8 იანვარს:
10:00 საათზე - ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ქართულ ენაში არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის;
15:00 საათზე - ისტორიაში; 
 
9 იანვარს:
10:00 საათზე - მათემატიკაში;
15:00 საათზე - ინგლისურ ენაში; 
 
10 იანვარს:
10:00 საათზე - ქიმიაში;
15:00 საათზე - გეოგრაფიაში; 
 
 
11 იანვარს:
10:00 საათზე - ფიზიკაში; 
15:00 საათზე - რუსულ ენაში;  
 
12 იანვარს:
10:00 საათზე - ბიოლოგიაში;
12:30 საათზე - გერმანულ ენაში.
15:00 საათზე - ფრანგულ ენაში.  
 
ტესტირების ადგილისა და დროის თაობაზე მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომლის მიწოდებასაც მოსწავლისათვის  სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს - კონკრეტული თარიღი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.  
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203