ბაღის თანამშრომლებს ეკრძალებათ სხვათა ოჯახური საკითხების განხილვა - სამსახურებრივ ინსტრუქციები 19 პუნქტისგან შედგება
02-04-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბაღის პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების ქცევისა და ეთიკის ნორმებში გაწერილია ინსტრუქციები ბაღის თანამშრომლებისთვის და ისინი 19 პუნქტისგან შედგება:

დოკუმენტში საუბარია, რომ პერსონალი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი და სამართლიანი; კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და დაწესებულების შინაგანაწესი; ასევე დაიცვას კონფიდენციალობა როგორც კოლეგებთან, ისე სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ აღსაზრდელებთან და მათ ოჯახებთან მიმართებაში; უნდა იყოს თავისუფალი საკუთარი რელიგიური, მსოფლმხედველობრივი, პოლიტიკური შეხედულებების არჩევანში.

გარდა ამისა, ბაღის პერსონალი „არ განიხილავს და განსჯის ერთმანეთის ან სხვათა ოჯახურ, რელიგიურ, პოლიტიკურ და სხვა საკითხებს; არ ცდილობს ამ მიმართულებით გავლენა მოახდინოს სხვებზე; აღიარებს და პატივს სცემს სხვადასხვა ნიშნით განსხვავებულობას საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას; ქმნის არაძალადობრივ გარემოს როგორც აღსაზრდელებისათვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისათვის და დაწესებულების ყველა თანამშრომლისთვის. ძალადობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად.

არის პუნქტუალური, დროულად ცხადდება სამუშაო ადგილზე და დათქმულ დროში ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს; უფრთხილდება დაწესებულების მატერიალურ რესურსს და მისი დაზიანების შემთხვევაში მიმართავს დაწესებულების პასუხისმგებელ პირს; მატერიალური რესურსის გამოყენებისას იცავს უსაფრთხოების ნორმებს; არ ცხადდება დაწესებულებაში, როდესაც არის ავად გადამდები ინფექციური დაავადებით ან დაავადებით, რომელიც ხელს შეუშლის უფლებამოსილების განხორციელებაში, რის თაობაზეც დაწესებულების ხელმძღვანელს აფრთხილებს წინასწარ, ხოლო გამოცხადების შემდეგ წარადგენს შესაბამის ცნობას; სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში სარგებლობს დაწესებულების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით; უფრთხილდება დაწესებულების ელექტრონულ ინფორმაციას და არ იყენებს დაწესებულების ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ მოწყობილობებს პირადი მიზნებისთვის; არ იყენებს დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსს პირადი მიზნებისთვის; სამუშაო საათებში თავს იკავებს მობილური ტელეფონის გამოყენებისგან (გარდა სამსახურებრივი და განსაკუთრებული საჭიროებისა); საქმიანობისას იყენებს სუფთა და კომფორტულ შესამოსელს, რომელიც არ უშლის ხელს საკუთარი უფლებამოსილების გახორციელებაში; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზრუნავს აღსაზრდელთა და დაწესებულების საჭიროებების მოგვარებაზე; არ მოიხმარს ალკოჰოლს და თამბაქოს დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე არ ცხადდება დაწესებულებაში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ; ზრუნავს საკუთარ და დაწესებულების საქმიან რეპუტაციაზე და არ იყენებს საკუთარ სამსახურებრივ სტატუსს პირადი მიზნებისთვისყველა შესაძლო გზით ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203