''სვანეთი'' - მალე, ლახამულას სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ახალი ფილმი გამოვა
22-11-2016
ლახამულას სკოლამ ჯიჯი გიმნაზიის ჯგუფს უმასპინძლა, რომელიც ფილმს იღებს სვანეთზე. 

დოკუმენტური ფილმის "სვანეთი" პროექტის ავტორები გიმნაზიის ისტორიის პედაგოგი ხათუნა პერტია და ინგლისური ენის პედაგოგი, მარი კვირიკაძე არიან. 
 
ფილმის გადაღება პროექტის "მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს" ფარგლებში მიმდინარეობს. ფილმი "სვანეთი" მე-3 დოკუმენტური ფილმი იქნება, რომელიც ჯიჯი-ტელევიზიის მხარდაჭერით ხორციელდება და მასში ჯიჯი გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად ლახამულას საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას.  
 
სტუმრებმა გაიცნეს სოფელის ტრადიციები, დაათვალიერეს ეკლესიაში დაცული უნიკალური ოთხთავი.   
 
სტუმრების საპატივცემულოდ აღევლინა სვანური ტრადიციული ლოცვა ,,ლემზირებით'' და სახლში ჩამოქნილი თაფლის სანთლებით სტუმრების მშვიდობით მობრძანების და მგზავრობისთვის.

ლახამულის სკოლაში სულ 24 მოსწავლეა, მაგრამ სკოლამ მაინც არ თქვა უარი ფილმში მიეღო მონაწილეობა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მართალია, რეჟისორ-ოპერატორი ანერვიულეს, მაგრამ სერიოზული კამერის პირისპირ პირველად აღმოჩდნენ და მათი დაბნეულობა ტექსტების უცოდინარობით არ იყო გამოწვეული.

"სამაგიეროდ, მომავალში თუ ვინმე მიგვიწვევს გადასაღებად, გამოცდილება გვაქვს."

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203