ჟურნალი ავტომატურად დადასტურდება... ეს ვადები უნდა გაითვალისწინოთ - 5 რეკომენდაცია მასწავლებლებს სამინისტროსგან
29-12-2023

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით, მასწავლებლებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. რა არის 5 ფაქტორი, რომელიც პედაგოგებმა უნდა გაითვალისწინონ:

ელექტრონულ ჟურნალში მასწავლებელს კორექტირების შეტანის ვადა აქვს სემესტრის დასრულებიდან ორი კვირის ვადაში;

მასწავლებელს შეუძლია დაადასტუროს ჟურნალი, როდესაც დაასრულებს მუშაობას, სხვა შემთხვევაში ის ავტომატურად დადასტურდება;

ცვლილებების განხორციელება შესაძლებელი იქნება 12 იანვრის ჩათვლით;

სემესტრული განმავითარებელი შეფასების დაწერის საშუალებას ელექტრონული ჟურნალი ტექნიკურად იძლევა;

მისი დაწერა სავალდებულო არ არის და ამ საკითხს სკოლა თავად წყვეტს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203