სპეცმასწავლებლის სამაგისტრო განათლების პროგრამის დარგობრივი მახასიათებლები დამტკიცდა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი დამტკიცდა.
იხილეთ, სპეციალური განათლების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი
სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) რეგულირებადი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებელი არის აკადემიური განათლების სტანდარტი, რომელიც ეფუძნება საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს,
უმაღლესი განათლების ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს, მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს, შრომის ბაზრის მოთხოვნებს, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მოქმედ სტანდარტებს, საუკეთესო პრაქტიკასა და
საკანონმდებლო მოთხოვნებს; ემსახურება განათლების სისტემისადმი საზოგადოების მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების ასახვასა და მათი შესაბამისი, განახლებადი კვალიფიკაციების აღწერის სტიმულირებას.
წინამდებარე დარგობრივი მახასიათებლით განსაზღვრულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის კვალიფიკაციის მისანიჭებლად
აუცილებელი სწავლის შედეგების მინიმალური მოთხოვნები, მათ მისაღწევად საჭირო სწავლების, სწავლისა და შეფასების მიდგომები/მეთოდები, რესურსები და სხვა არსებითი მახასიათებლები.
დარგობრივი მახასიათებლის მოქმედების ვადაა 7 (შვიდი) წელი.