ქუთისის N33 საჯარო სკოლის პედაგოგი ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით ტალინში გაემგზავრება
22-05-2018
ქუთისის N33 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის განხორციელებული პროექტი - „ევროპა ჩვენი მომავალია“ კონკურსში - „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებული პროექტების ათეულში მოხვდა. მასწავლებელი ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაემგზავრება.
საუკეთესო პროექტების ავტორების დაჯილდოების ცერემონია „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნულ ცენტრში სემინარ - „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნაზე გაიმართა.
პროექტი „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით მეხუთე წელია ხორციელდება.
პროექტი პედაგოგების მიერ, მთელი წლის განმავლობაში, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას ითვალისწინებს.
გამარჯვებული პადაგოგები ესპანეთის საელჩოს და „აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის“ მხარდაჭერით ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაემგზავრებიან.
პროექტი 13 თბერვლიდან 1 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა, რომელშიც ჩართული იყვნენ მეათე კალსის მოსწავლეები. პროექტის მიზნი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებაში გავრცელებული მცდარი აზრებისა და შეხედულებების სწორად დანახვა- გააზრება და საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.