დავით მამულაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თხილვანის საჯარო სკოლაში პირველი სემესტრი საინტერესო აქტივობებითა თუ ღონისძიებებით იყო დატვირთული.
პირველი სასწავლო სემესტრი კი, საახალწლო ზეიმმა დააგვირგვინა, რომელშიც სრულად სასკოლო საზოგადოება დიდი სიხარულით ჩაერთო.
29 დეკემბერს, სკოლის დათოვლილ ეზოში დიდი ჟრიამული იყო, რომელსაც პედაგოგებთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სოფლის მოსახლეობაც ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, თავიანთი მომზადებული თეატრალური წარმოდგენები გაითამაშეს, ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და ბევრი იმღერეს.
ღონისძიების დასასრულს კი, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საახალწლო ტკბილეული გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: