ხანდოს საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული შეაჯამეს
22-05-2018
ხანდოს საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლებმა ქართული ენის კვირეული შეაჯამეს და ღონისძიებები ჩაატარეს:

1. V-XI კლასის მოსწავლეებმა ორი სცენარი - ,,აურზაური ანბანეთში'' და ,,ფარნავაზიდან იაკობამდე'' წარმოადგინეს, ლექსები, გამოცანები და  გამონათქვამები ქართულ ენაზე წაიკითხეს.  

2. შემეცნებითი ვიქტორინა - ,,ყველაფერი ქართულად''. 

ერთმანეთს  VII-IX  კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული 5-5 კაციანი სამი გუნდი ეჯიბრებოდა.

ღონისძიების ბოლოს, ყველა მონაწილეს სიგელები, გამარჯვებულ გუნდს კი სამახსოვრო სუვენირი გადაეცა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203