წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლაში, პირველი სემესტრის ბოლოს, მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიება გაიმართა.ის ახალ წელს მიეძღვნა და შემდეგი აქტივობები გაიმართა:
- ხელნაკეთი ნაძვის ხის კონკურსი;
- სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო;
- სპექტაკლი „საახალწლო ზღაპარი“ (ქართულ ენაზე);
- სპექტაკლი „მოპარული ღიმილი“ (სომხურ ენაზე);
- საახალწლო ლექსები, სიმღერები და ცეკვები.
აღსანიშნავია, რომ ხელნაკეთი ნაძვის ხის კონკურსში დაწყებით საფეხურზე გაიმარჯვა - მე-6 კლასმა, საბაზო საფეხურზე - მე-9 კლასმა, ხოლო
საშუალო საფეხურზე - მე-12 კლასმა.
სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს წარდგენაში პირველი ადგილი აიღო - მე-10 კლასმა, მეორე ადგილი - მე-2 კლასმა, ხოლო მესამე ადგილი - მე-3 კლასმა. გამარჯვებულებს სიგელები და თასები გადაეცათ.
„მადლობა მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის. განსაკუთრებული მადლობა მონაწილე მოსწავლეებსა და მშობლებს. დირექციამ არცერთ მოსწავლეს არ დაწყვიტა გული და ყველამ მიიღო სიმბოლური, საახალწლო საჩუქარი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: