სკოლა, რომელსაც შესაძლოა ავტორიზაცია გაუუქმდეს - საბჭო 2024 წლის პირველ სხდომაზე 5 საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ იმსჯელებს
09-01-2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 10 იანვარს ჩატარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა.

ცნობილია, რომ საბჭო განიხილავს 4 სკოლის საკითხს, მათ შორის ერთ-ერთს ავტორიზაციის გაუქმება შეეხება.

10 იანვარს მოხდება სენაკის ქართულ-ევროპული სკოლა N1-ის ავტორიზაციის, შპს „ალბიონის“ ავტორიზაციის გაუქმების განხილვა; ამავე სხდომაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის №2 საჯარო სკოლების ავტორიზაციის საკითხიც განიხილება.

აღსანიშნავია, რომ სხდომა ჩატარდება ონლაინრეჟიმში, zoom-ის პლატფორმის საშუალებით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203