არაქართულენოვანი სკოლების დაფინანსება პირველი იანვრიდან შეიცვალა - დეტალები
09-01-2024

2024 წლის პირველი იანვრიდან არაქართულენოვან საჯარო სკოლებისა და სექტორებისთვის მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანების ოდენობა შეიცვალა. 

ბრძანების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი აწერს, განსაზღვრულია არაქართულენოვან საჯარო სკოლებში პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინასნება სკოლის ტიპის მიხედვით.

ქართულენოვანი საჯარო სკოლების დაფინანსების ოდენობა მოსწავლეთა რაოდენობისა და დაწესებულების ტიპის მიხედვით

არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ბ.ა) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 513 ლარით;

ბ.ა​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 732 ლარით;

ბ.ბ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის,  რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 510 ლარით;

ბ.ბ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 717 ლარით;

ბ.გ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 498 ლარით;

ბ.გ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 696 ლარით;

ბ.დ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის,, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 486 ლარით;

ბ.დ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 678 ლარით;

ბ.ე) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 480 ლარით;

ბ.ე​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 654 ლარით;

ბ.ვ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 477 ლარით;

 ბ.ვ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 651 ლარით

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203