წრომის სკოლაში საზეიმო ლენტი იაკობ გოგებაშვილის კვირეულთან დაკავშირებით გაიჭრა
22-11-2016
წრომის სკოლაში, როგორც თავად აღნიშნავენ, დედაენის ბურჯს, ერის მამას კიდევ ერთხელ დიდი პატივი მიაგეს სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეემა.   
 
დაწყებითი კლასის კათედრის მიერ დაიგეგმა იაკობ გოგოებაშვილის კვირეული.   
კვირეულის ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობა განხორციელდა.

კვირეული გაიხსნა მეოთხე კლასის მოსწავლის მარიამ სულეიმანაშვილის პრეზენტაციით - ''პაპა იაკობის 170-ე და დედაენის 140 წლისთავი''.   

პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა, მარიამმა კი მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა.   

მომდევნო  დღეებიც დატვირული იყო შემდეგი აქტივობებით: კალიგრაფიის კონკურსი, ''ვკითხულობთ პაპა იაკობის მოთხრობებს'', ნახატების გამოფენა, მხიარული მოაზროვნეები და კვრეული დაასრულა საზეიმო საღამომ.    

დღის ბოლოს გაიხსნა სტენდი ''აი ია''. სტენდი გახსნეს და საზეიმო ლენტი გაჭრეს სკოლის დირექტორმა ნ.პაპუაშვილმა და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა.  

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ I,II,III,IV კლასის მოსწავლეები.

კვირეულმა მაღალი შეფასება მიიღო, როგორც სკოლის დირექტორისაგან, ასევე დამსწრე პედაგოგებისა და მოსწავლეთა მშოლებისაგან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203