ყვარლის N2 საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა
22-05-2018
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში პროექტის - „დამოუკიდებლობა თავისუფლებისთვის“ ფარგლებში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებას მასწავლებელი თამარ ფეიქრიშვილი ხელმძღვანელობდა. 

პროექტს - „დამოუკიდებლობა თავისუფლებისთვის“ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით დებატებისა და განათლების ინსტიტუტი ახორციელებს. 

„დამოუკიდებლობა თავისუფლებისთვის“ მიზნად ისახავს, სკოლებში საკლუბო საქმიანობისა და სასკოლო დებატების განვითარებას.

პროექტი, ასევე ითვალისწინებს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლიან პერიოდში მიმდინარე პროცესების მიმართ, ახალგაზრდების ჩართვას ისეთი თემატიკის სხვადასხვა ღონისძიებებში, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და სასკოლო ცხოვრების გააქტიურებას ემსახურება.

„აღსანიშნავი და გასახარია ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლა მოხვდა იმ რამდენიმე სკოლას შორის, რომლებსაც წილად ხვდათ ამ დღის განსაკუთრებულად აღნიშვნის პატივი, განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ სპეციალური პედაგოგების - შორენა სეფაშვილის და ეკატერინე ვარდოშვილის და მუსიკის მასწავლებლის მაია მამულაშვილის თავდაუზოგავი შრომა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203