1-ელიდან 9 იანვრის ჩათვლით, მასწავლებლის სახლის ვებგვერდზე პედაგოგებისთვის 289 ახალი ვაკანსია გამოქვეყნდა.
დიდი მოთხოვნაა მუსიკის, ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებზე; ასევე სკოლებს ესაჭიროებათ გეოგრაფიის, მათემატიკის, დაწყებითების, ქიმიის, უცხოური ენის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სპეციალისტები.
აღსანიშნავია, რომ ახალი ვაკანსიების უმეტესი ნაწილი რეგიონების სკოლებზე მოდის. რა მოთხოვნები აქვთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს დასაქმების მსურველი - დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.