წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი.
სკოლას კიდევ ერთი უფროსი მასწავლებელი შეემატა. სტატუსი ლუსინე მანუკიანმა მიიღო.
სკოლის დირექცია მასწავლებელს სტატუსის ამაღლებას ულოცავს და შემდგომ პროფესიულ წინსვლას უსურვებს.
„ვულოცავთ ლუსინე მანუკიანს პროფესიულ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.