3 საკლასო თამაში - როგორ დაუბრუნდნენ მოსწავლეები სასკოლო რეჟიმს
22-01-2024

საახალწლო არდადეგები დასასრულდა და მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ, თუმცა დასვენების შემდეგ, რთულია დაუბრუნდნენ სამუშაო რეჟიმს და შეიქმნა შესაბამისი განწყობა. 

და მაინც, როგორ დაუბრუნდნენ მოსწავლეები სასკოლო რეჟიმს?  - უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი კარგი განწყობის შექმნა, ამისთვის კი, გიზიარებთ 3 საკლასო თამაშს. 

1. ჩემი საშობაო თავგადასავალი  

მოსწავლეებმა უნდა დაწერონ მოკლე თემა, თუ როგორ გაატარეს საშობაო არდადეგები და რა იყო საახალწლო „სასწაული“. თემა ანონიმური უნდა იყო, თამაშის პრინციპი კი შემდეგია: მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ თითოეული ნამუშევრის ავტორი. 

2. ახალი წელი და ახალი მიზნები 

შეადგინეთ კლასის მიზნების ცხრილი. მოსწავლეები და მასწავლებლები ჩამოწერენ ის მიზნები, რომლის მიღწევასაც სწავლის დასრულებამდე ისურვებდნენ. საერთო მიზნები კი, მოსწავლეებს თანამშრომლობით უნარებს გამოუმუშავებს და მათ ექნებათ სტიმული იზრუნონ კლასის წარმატებაზე და სასწავლო წლის ბოლოს, ყველა მიზანი გადახაზული, ანუ შესრულებული იყოს. 

3. სურვილების კონკურსი 

მოსწავლეებმა ერთმანეთს მისალოცი წერილები უნდა დაუწერონ, კონკურსის გამარჯვებული კი საუკეთესოს მისალოცი ტექსტის ავტორი გახდება. გამარჯვებულს თავად მოსწავლეები, ხმათა უმრავლესობით შეარჩევენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203