მასწავლებლებს 22-საათიანი ტრენინგები ჩაუტარდებათ - სამმოდულიანი პროგრამის ვადები და დეტალები
10-01-2024

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით ინგლსური ენის მასწავლებლებისთვის ცხადდება რეგისტრაცია ონლაინ საზოგადოების ტრენინგ პროგრამაზე.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა სამი მოდულისგან შემდგება და 22 საათს მოიცავს. ტრენინგ-კურსის მონაწილეებს მოეთხოვებათ თვით-შესწავლის მოდულების შესრულება, ლაივ-სესიებში, ფორუმებში და ვებინარებში აქტიური მონაწილეობა და რეფლექსიური ჟურნალების მომზადება.

ტრენინგის მონაწილეებს ასევე ეძლევათ საშუალება გაეცნონ კოლეგების გამოცდილებას და დაამყარონ პროფესიული კავშირები.

ტრენინგ პროგრამა მოიცავს 7 კვირას 2024 წ. 5 თებერვლიდან - 22 მარტამდე პერიოდში. განრიგი

პროგრამის კომპონენტებია:

  • 3 თვით-შესწავლის მოდული (9 საათი)
  • 3 ვებინარი მოდერატორთან
  • 3 ლაივ სესია ფასილიტატორთან კოლეგების მონაწილეობით
  • 3 ფორუმ დისკუსია
  • 4 რეფლექსიური ჟურნალის მომზადება და ატვირთვა ელექტრონული პორტფოლიოსთვის

2024 . გაზაფხულის კურსის თემებია:

  1. როგორ სწავლობენ პატარები?
  2. თამაშები გამოყენება პატარებთან ინგლისურის სწავლების პროცესში
  3. სიმღერების, ლექსების და ჰანგების გამოყენება პატარებთან ინგლისურის სწავლების პროცესში

შერჩევის კრიტერიუმები

  • საქართველოს განათლების სისტემაში მომუშავე პედაგოგის საქართველოს მოქალაქეობა
  • საბაზისო IT უნარები ონლაინ პლატფორმაზე დასარეგისტრირებლად, საკუთარ ანგარიშზე წვდომისთვის და აქტივობებში ჩართვისთვის.
  • ინგლისურის ცოდნის მინიმალური დონე-B1Minimum English level: B1.

მასწავლებელთა ონლაინ პროგრამის ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21 იანვარი, დასარეგისტრირებლად კი შეავსეთ ონლაინ ფორმა: https://forms.office.com/e/vFTSUq6Hzd

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203