განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ელექტრონულ ჟურნალში სისტემის განახლების გამო, პლატფორმით სარგებლობა ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუმცა რამდენიმე საათში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ვებგვერდით სარგებლობას შეძლებენ.
emis-ის ინფორმაციას etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ტექნიკური უზრუნველყოფისა და პროცესების გამარტივების მიზნით, ელექტრონულ ჟურნალში მიმდინარეობს სისტემის განახლება. ვებ გვერდით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენიმე საათში.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის! პატიცისცემით, EMIS-ის გუნდი“.