„მსოფლიოს გამოჩენილი მოგზაურები“ - ახალსოფლის N1 სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
11-01-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის I სემესტრი სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.

მათ შორის, აღსანიშნავია მე-7 კლასის მოსწავლეთა პროექტი - „მსოფლიოს გამოჩენილი მოგზაურები“, რომელიც მათ გეოგრაფიაში, მასწავლებელ შორენა ნაბიაშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარეს.

მოსწავლეებმა საკითხთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, ცოდნა აიმაღლეს და თემატური კედლის გაზეთი შექმნეს.

აღნიშნულმა პროექტმა ბავშვებში დიდი მოწონება დაიმსახურა. აქტივობებში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას ხელს უწყობს. ისინი ასევე ჯგუფურად მუშაობას ეჩვევიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203