ახალსოფლის N2 სკოლის დირექციის სიურპრიზი ღვაწლმოსილ მასწავლებლებს
11-01-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგთა ღვაწლი ყოველთვის დაფასებულია. 

გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა. დირექტორმა - ეკა გაგნიძემ და დირექტორის მოადგილემ - ფატი ლუხოშვილმა სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს საახალწლოდ მოუმზადეს დაუვიწყარი სიურპრიზი - ორიგინალური საჩუქრები, რომლებზეც კოდითაა დატანილი მოსწავლე-მასწავლებლების სახალისო ვიდეომილოცვები.

აღნიშნულმა საჩუქრებმა ისინი ძალიან გაახარა და განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

სკოლაში, ყველას დიდი სიყვარულით ულოცავენ შობა-ახალ წელს.

„გილოცავთ კიდევ ერთხელ. მრავალი ახალი წელი წარმატებით გაგეცილებინოთ ჩვენო საამაყო მასწავლებლებო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:














 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203