ჭიკაანის საჯარო სკოლა მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებას წარმატებით შეუერთდა 
11-01-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული იყო.

სკოლა საერთაშორისო ღონისძიებაში - HOUR OF CODE (კოდის ერთი საათი) ჩაერთო. სკოლაში დიდი სიამაყით აცხადებენ: „მოხარული ვართ, რომ ათასობით სკოლებს შორის რუკაზე ჩვენი სკოლა ყვითლად მოინიშნა“.

როგრც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანია სახალისო სავარჯიშოებით შეასწავლოს მოსწავლეებს კოდირება, განუვითარდეთ მათ კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი.

მოსწავლეები, მასწავლებლის - ლია ბუჯიაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი ხალისითა და მონდომებით მუშაობდნენ სავარჯიშოებზე. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203