ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა.
სკოლაში ზეიმი, ტრადიციულად, ძალიან მხიარულად ჩატარდა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, სხვადასხვა ნომერი გამართეს და ახალი წელი ყველას მიულოცეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს თოვლის პაპაც ესტუმრათ და ზეიმის დასასრულს, საჩუქრები გადასცა, რითაც თითოეულმა მათგანმა გაიხარა.
„ძვირფასო მოსწავლეებო, გისურვებთ 2024 წელი ყოველივე საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის! გილოცავთ, სკოლის სახელით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: