ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პატრიოტული თემატიკის გაკვეთილები ხშირად უტარდებათ
22-05-2018
ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პატრიოტული თემატიკის გაკვეთილები ხშირად უტარდებათ. 

სკოლის ქართულ ენის პედაგოგის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა ქართული პოეტების ყველა ლექსი იციან და საქრთველო ძალიან უყვართ, სურთ ისწავლონ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასახელო ადამიანები გამოვიდნენ, ქავეყნის სამსახურში ჩადგნენ.

„რაც შემიძლია ვცდილობ თითქმის ორმოცი წელია არაქართულ სომხურ სკოლაში ქართულ ენას ვასწავლი და არაერთი თაობა აღმიზრდია, ვისაც საქართველოს სიყვარული ჩავუნერგე. მთავარია უყვარდეთ საქართველო და კარგი ადამიანები დადგნენ. რამდენჯერ მქონია ღონისძიებები საქართველოსა და სომხეთის, ჰაოსისა და ქართლოსის მეგობრობის შესახებ. მათ ისტორიულ მძიმე ბედზე, რომ ეს ორი ერი მარად ერთად უნდა იყვნენ. საქართველოში ცხოვრობენ და უნდა ისწავლონ უყვარდეთ გოგებაშვილის ვაჟას შოთას ილიას აკაკის ენა“,-აღნიშნავს ქართული ენის პედაგოგი. 

პედაგოგი დასძენს, რომ მოსწავლეებს საქართველოს ისტორიაზე, ევროპულ ფასეულებებზე, ადამიანის უფლებებზე ხშირად ესაუბრება.

„ხშირად დამყავს ექსკურსიებზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ისტორიულ ადგილებში“,-აღნიშნავს მასწავლებელი. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203