სკოლას იმაზე მეტი პედაგოგი ტოვებს, ვიდრე ვაკანსია იდება - 2 წლის სტატისტიკა და ახალგაზრდა კადრების დასაქმების პრობლემა
16-01-2024
სისტემაში უკიდურესად შეზღუდულია ახალგაზრდა მასწავლებლების შესვლის შესაძლებლობა - აღნიშნულის შესახებ საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრის მიერ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასების დოკუმენტში ვკითხულობთ. 

კვლევაში აღნიშნულია, რომ დირექტორები უპირატესობას გამოცდილ კადრებს ანიჭებენ, არებული რეალობით სკოლაში დასაქმებული 30 წლამდე პედაგოგების რაოდენობა მხოლოდ 4%-ია. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ 2 წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანტლებლო დაწესებულება 8 ათასზე მეტმა მასწავლებელმა დატოვა სისტემაში მხოლოდ 3672 ახალი კადრი დასაქმდა.

უფრო დეტალურად დოკუმენტში ვკითხულობთ რომ: 30 წლამდე ასაკის მასწავლებლების წილი 4%-ს შეადგენს. შედარებისთვის, 30 წლამდე ასაკის მასწავლებლების წილი OECD-ის წევრ ქვეყნებში 13%-ია დაწყებით საფეხურზე, 9%-ია საბაზო და საშუალო საფეხურზე. 72 საქართველოში ბოლო 7 წლის განმავლობაში, სისტემაში მხოლოდ 2000-მდე ახალგაზრდა მასწავლებელი შევიდა. მათ შორის, 1774 სქემაში ჩართული მასწავლებელია, 217 კი - მაძიებლის სტატუსითაა სკოლაში.

მასწავლებლების შრომის ბაზრის გაჯერებაზე რეაგირების თვალსაზრისით, ჩვენი რესპონდენტები აღნიშნავენ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ 2019-2021 წლებში განხორციელებულ მასწავლებლის ჯილდოს პროგრამას. ამ პროგრამის ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში, 8292 მასწავლებელმა დატოვა სისტემა. ჩვენი რესპონდენტების დაკვირვებით, პროგრამის წყალობით, ბევრმა ახალგაზრდა მასწავლებელმა მოახერხა სისტემაში შესვლა.

აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში სისტემაში შესული 3672 მასწავლებლიდან (ანუ, მასწავლებლები, რომლებმაც პირველად ჩაატარეს გაკვეთილი) მხოლოდ 1602 ახალგაზრდა (30 წლისა და უმცროსი ასაკის) მასწავლებელი შევიდა სისტემაში. 73 როგორც ქვემოთ მოცემული ცხრილიდანაც იკვეთება, 2019 წლიდან დრამატულად იზრდება ახალგაზრდა მასწავლებლების რაოდენობა სკოლაში.

კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი ისაა, რომ ამ ორი წლის განმავლობაში, 8292 მასწავლებლის მიერ სისტემის დატოვების პირობებშიც კი, სულ 3672-ზე ნაკლები ვაკანსია გაჩნდა სკოლაში. ასეთ რეაგირებას აქვს ორი შესაძლო ახსნა:

1. მასწავლებლების ჩანაცვლების საჭიროება სკოლებს არ დაუდგათ, რადგან სხვა, არასრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელს გადაუნაწილეს საათები. ამ ვარაუდს ამყარებს ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილი ინდიკატორი სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევიდან: 2018 წელს მასწავლებლების თითქმის ნახევარი არასრულ განაკვეთზე მუშაობდა და მათი უდიდესი ნაწილისთვის ეს საათების ნაკლებობით იყო განპირობებული.

2. სკოლამ დაასაქმა სხვა სკოლის მასწავლებელი. ერთი მასწავლებლის სხვადასხვა სკოლაში მუშაობა ფართოდაა გავრცელებული. საქართველოში 6036 მასწავლებელი (11%) 2 სკოლაში, 579 მასწავლებელი 3 და მეტ სკოლაში ასწავლის.

სასკოლო საზოგადოებაში არაერთგვაროვან დამოკიდებულებებს ვაწყდებით ახალგაზრდა მასწავლებლების მიღებასთან დაკავშირებით. ზოგისთვის ახალგაზრდა მასწავლებლის მიღება ცალსახად პოზიტიურად აღიქმება. მაგრამ როცა საქმე ვაკანტურ ადგილზე კანდიდატის შერჩევას ეხება, დირექტორების ნაწილი უპირატესობას გამოცდილ მასწავლებელს ანიჭებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203