etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციით, საჯარო სკოლებმა სამინისტროსგან მეორე სემესტრის ცხრილებთან დაკავშირებით წერილი მიიღეს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეცნობებათ, როდიდან შეძლებენ ახალი ცხრილის შეტანას ელექტრონულ ჟურნალში.
იქიდან გამომდინარე, რომ პირველი სემესტრი ჯერ დახურული არ არის, მასწავლებლები მუშაობენ სისტემაში; emis-ის რეკომენდაციით კი, პედაგოგებს ახალი ცხრილის შეტანა მას შემდეგ შეეძლებათ, რაც განრიგს მეორე სემესტრი დაეწერება.
შეგახსენებთ, რომ ელექტრონულ ჟურნალში მუშაობის საბოლოო ვადები შეიცვალა - დეტალები