„ბაღებში ხელფასები 600-700 ლარი იყო“ - კახა აბულაძე პერსონალის ანაზღაურების მატებაზე საუბრობს
12-01-2024

თბილისის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა აბულაძემ, სააღმზრდელო დაწესებულებებში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდაზე რამდენიმე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება:

ბაღებში ხელფასები, 10%-ის ნაცვლად, 15%-ით გაიზრდება - გადაწყვეტილება თბილისის სკოლამდელ დაწესებულებებს ეხება

„თბილისის მერმა უკვე განაცხადა, რომ ბაღების თანამშრომლებს 15 პროცენტით გაეზრდებათ ხელფასი. მნიშვნელოვანი სიახლით ვხვდებით 2024 წელს და ეს ეხება ყველას - როგორც აღმზრდელს, ისე ტექნიკოსს,  დირექტორს, მეთოდისტს...

ბოლო წლების განმავლობაში  ხელფასი რამდენჯერმე გაიზარდა , თუმცა 15%-იანი მატება არის პირველი. ხელზე ასაღები თანხა საშუალოდ იყო 600-700 ლარი“, - განმარტა კახა აბულაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203