შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023-2024 სასწავლო წლის ოლიმპიადის მეორე ტური დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით შედეგები თებერვლის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება, ვებგვერდზე
www.naec.ge.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში 7 000-ზე მეტი მოსწავლე გადავიდა. დასკვნით ტურში კი მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.