''ტატოს მერანი'' - ასპინძის სკოლაში შეჯიბრის, ''რა? სად? როდის?'', გამარჯვებული გამოვლინდა
22-11-2016
ასპინძის სკოლაში წლებია ტარდება ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს ინტელექტუალური თამაში თითოეული ბავშვის საყვარელი შეჯიბრებაა. 

მოსწავლეები საგულდაგულოდ ემზადებიან: კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას, უსვამენ ერთმანეთს საინტერესო შეკითხვებს, ამოწმებენ თავიანთ თავსაც და მეგობრებსაც.    

19 ნოემბერს ჩატარდა შემოდგომის სეზონის გათამაშება. ერთმანეთს დაუპირისპირდა 9 გუნდი. თამაშს აფასებდა ობიექტური და მიუკერძოებელი ჟიური. 

თავჯდმომარე იყო სკოლის დირექტორი კლარა ზედგინიძე.   

15 კითხვის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებულიც. I ადგილი დაიკავა XII-ა კლასის გუნდმა „ტატოს მერანი“ (გუნდის კაპიტანი გიორგი ბერიძე). 

გუნდები გულწრფელად ულოცავდნენ ერთმანეთს გამარჯვებას და მომავალი თამაშისთვის სახავდნენ მიზნებს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203