ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის მორიგი წარმატება პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსში
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია და მისი პედაგოგები განაგრძობენ წარმატებულ მოღვაწეობას და საფინალო ადგილებს იკავებენ სხვადასხვა კონკურსებში. ამჯერად, აკადემიამ მონაწილეობა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ ორგანიზებით, გამართულ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2023 წლის კონკურსში მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია 2019 წლიდან მონაწილეობს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსშ და ბოლო რამდენიმე წელია სხვადასხვა ნომინაციაში საფინალო ადგილებს იკავებს.
2023 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 10 იანვარს გაიმართა, აკადემიამ კი წელს 4 საკონკურსო განაცხადი წარადგინა და საფინალო პოზიცია მოიპოვა შემდეგ ნომინაციებში:
1.ნომინაციაში „წლის პროფესიული განათლების მასწაველბელი“ ფინალისტი გახდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებელი - გიორგი აფხაზავა;
2. ნომინაციაში წლის ,,პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი“ ფინალისტი გახდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის პარტნიორი - „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი”;
3.უნარების სააგენტოს მიერ დაწესებულ ნომინაციაში „წლის სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი“ ფინალისტი გახდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საექთნო განათლება“ პრაქტიკის ინსტრუქტორი - ია გელენიძე.
აღნიშნული კონკურსი მიზნად ისახავს, პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და სისტემაში საუკეთესო მაგალითების გამოვლენას.
იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტოები: