ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოს წევრების შერჩევა დაიწყო - ვადები და დეტალები
15-01-2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოსა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით.

ბრძანება 

განაცხადები მიიღება 2024 წლის 15 იანვრიდან 2024 წლის 29 იანვრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@eqe.ge

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ:

კონკურსი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად

კონკურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად

  •  იურიდიული პირის მიერ საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, ცენტრს წარედგინება განცხადება - დანართი №1;
  •  კანდიდატის მიერ მიმართვის შემთხვევაში ცენტრს წარედგინება განცხადება - დანართი №2.

 განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

  •  ავტობიოგრაფია (CV);
  •  ცნობა სამუშაო ადგილიდან;
  •  ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ (სტუდენტის შემთხვევაში);
  •  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესაბამისად);
  •  კანდიდატის წერილობითი თანხმობა შესაბამისი საბჭოს წევრობის შესახებ (თუ განცხადებას წარმოადგენს იურიდიული პირი).

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება - https://eqe.ge/res/NewFolder%207/NewFolder/NewFolder/65%E1%83%9C%20%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%20%281%29.pdf

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება - https://www.eqe.ge/res/99n.pdf

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203