ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის პროფესიულ პროგრამებზე 2023 წელს უპრეცედენტო რაოდენობის სტუდენტობის მსურველი დარეგისტრირდა
16-01-2024
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია საქართველოს მასშტაბით, 2023 წელს ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მიღების ფარგლებში აკადემიიის მიერ გამოცხადებულ თავისუფალ ადგილებზე თითქმის სამჯერ მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა ჩარიცხვის სურვილი.

კოლეჯის მიერ გამოცხადებულ 592 ადგილზე რეგისტრაცია გაიარა 1698 -მა აპლიკანტმა.

„7 დეკემბერს გამოვიდა ყოველთვიური ელექტრონული ჟურნალის „ყველაფერი პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი ნომერი, სადაც სხვა საინტერესო და აქტიულაურ საკითხებთან ერთად მოცემულია სტატისტიკა 2023 წელს პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა შესახებ.

საგულისხმოა, რომ მიმდინარე მიღების ფარგლებში პროფესიულ პროგრამებზე უპრეცედენტო რაოდენობის სტუდენტობის მსურველი დარეგისტრირდა.

სტატისტიკის მიხედვით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია ამ მიმართულებითაც ლიდერობს. მიმდინარე მიღების ფარგლებში კოლეჯის მიერ გამოცხადებულ 592 ადგილზე რეგისტრაცია გაიარა 1698 -მა აპლიკანტმა.

საქართველოს მასშტაბით კი, აკადემია 2023 წელს მიღებული პროფესიული სტუდენტების რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს.

ჩვენთვის პატივია, რომ ვინარჩუნებთ ლიდერულ მაჩვენებელს პროფესიულ განათლებაში.

ეს შედეგი არის ჩვენი გუნდის შრომისმოყვარეობის და თავდადების დასტური.

გვინდა გამოვხატოთ მადლიერება ყველას მიმართ, ვინც ზრუნავს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის პოპულარიზაციისთვის, ასევე მადლობა ჟურნალის რედაქტორს ნონო ელბაქიძეს პროფესიულ განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი როლისთვის დღეისათვის საქართველოში 75 პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებაა“, - აღნიშნულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203