სკოლებმა თითო მანდატურს 1275 ლარი უნდა გადაუხადონ - ბრძანება კერძო ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ დაწესებულებებს ეხება
15-01-2024

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურში, მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა.

აღსანიშნავია, რომ კერძო სკოლებმა ერთ მანდატურს 1275 ლარი უნდა გადაუხადონ და იგივე თანხაა განსაზღვრული პროფესიულ სასწავლებლებშიც.

„პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების საფუძველზე  ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში განისაზღვროს  1275 ლარის ოდენობით;

კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით შექმნილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების საფუძველზე  ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში განისაზღვროს 1275 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც 1-ელი ინავრიდან ამოქმედდა და ეხება ამავე პერიოდიდან წარმოშობილ ურთიერთობებს.

აქვე დამატებითი განმარტების სახით გეტყვით, რომ ეს თანხა არის ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების საფასური. ამ მომსახურების თანხაში შედის მანდატურის შრომის ანაზღაურების, სამსახურებრივი ტანსაცმლის, დაზღვევის, რაციისა და მეტალოდეტექტორის ხარჯები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203