საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვიჩ საბჭოს არჩევის პროცესს სამინისტროს მიერ დანიშნული კოორდინატორები დააკვირდებიან
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო არჩევნების ჩატარების ხელშეწყობისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს არჩევნების კოორდინატორებს და ამავე აქტით განსაზღვრავს კოორდინატორებისათვის სამოქმედო ტერიტორიას.
ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლების სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს და მათ სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს ამავე ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტრო.
სამეურვეო საბჭოს არჩევნების ჩატარების დღეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.