შილდის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სპექტაკლი - „თოვლის დედოფალი“ გაითამაშეს 
16-01-2024

დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. იმართება არაერთი როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო-გასართობი ღონისძიება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ღონისძიებებით განსაკუთრებით დახუნძლული იყო წინასაახალწლო პერიოდი. მათ შორის მე-4 კლასში დაიდგა სპექტაკლი - „თოვლის დედოფალი“. 

მოსწავლეებმა ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის პერსონაჟები ოსტატურად გააცოცხლეს და სამსახიობო ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან სკოლაში მსახიობების ვარსკვლავთცვენა იყო. ბავშვებმა ერთმანეთსა და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ზღაპრული ემოციები აჩუქეს.

პედაგოგი გვანცა გულიაშვილი მოსწავლეებით ამაყობს.

„მადლობა, ბავშვებო ჩემი გახარებისთვის“,- წერს პედაგოგი სოციალურ ქსელში და მოსწავლეთა ფოტოებს გვიზიარებს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203