წევის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ვახტანგ გელაშვილი წიგნის კითხვის გამოწვევაში მონაწილეობისთვის ოქროს სერტიფიკატით დაჯილდოვდა
16-01-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. შესაბამისად პედაგოგები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ - წიგნის კითხვის პოპულარიზაციას ეწევიან და ცდილობენ მოწაფეებს მხატვრული ლიტერატურა დაწყებითი კლასებიდანვე შეაყვარონ, რაც, რა თქმა უნდა, მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

მათ შორის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ - ვახტანგ გელაშვილმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ს საელჩოს წიგნის კითხვის გამოწვევაში და ოქროს სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

სკოლაში ვახტანგის წარმატება ახარებთ და მას წინსვლას უსურვებენ.

„წევის სკოლა ულოცავს ვახოს დამსახურებულ ჯილდოს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203