გაიცანით, ქობულეთის N3 სკოლის ხელოვნების მასწავლებელი, რომლის მოსწავლეები როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო კონკურსებში წარმატებით გამოირჩევიან
16-01-2024

ქობულეთის N3 საჯარო სკოლას არაერთი ამაგდარი მასწავლებელი ჰყავს, რომელთა ღვაწლს სკოლაში ყოველთვის აფასებენ და აღნიშნავენ. მათ შორისაა ხელოვნების პედაგოგი მამუკა სურმანიძე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ მასწავლებელი გამორჩეულია, არა მხოლოდ სკოლაში, არამედ მთლიანად ქობულეთში. პედაგოგი მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

პედაგოგმა ქობულეთის N3 საჯარო სკოლა გამორჩეულად წარადგინა როგორც აჭარის, ისე საქართველოსა და საერთაშორისო შემოქმედებით კონკურსებში.

2022- 2023 წლებში ნიჭიერი და შემოქმედი პედაგოგის ხელმძღვანელობით N3 საჯარო სკოლის VII VIII კლასების მოსწავლეებმა სკოლას 60 სერტიფიკატი და დიპლომი მოუპოვეს​.

აჭარის შემოქმედებით კონკურსში 11-მა მოსწავლემ ასახელა სკოლა, თეირანის საერთაშორისო კონკურსში კი 6 მოსწავლის წარმატება აღინიშნა, პოლონეთში გამართულ ფერწერის საერთაშორისო კონკურსში ასევე ექვმა მოსწავლემ მოიპოვა აღიარება, ბავშვთა საერთაშორისო გამოფენაზე 11 მოსწავლე წარდგა წარმატებით, სკოლის მოსწავლემ თსუ-ს ხელოვნების კონკურსშიც ისახელა თავი, საერთაშორისო ფონდის კონკურსში ორი მოსწავლის შესაძლებლობები დაფასდა, აჭარის შემოქმედებით კონკურსში 6-მა მოსწავლემ მოიპოვა აღიარება,  ბავშვთა საერთაშორისო გამოფენაზე 11 მოსწავლე წარდგა დიდი წარმატებით, იაპონიის ხელოვნების საერთაშორისო კონკურსში კი ექვსმა მოსწავლემ ასახელა ქვეყანა, სკოლა და პედაგოგი. 

სკოლაში პედაგოგსა და მის მოსწავლეებს შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203