ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ, განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ ესგ-ს განვითარებას წარმართავს სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი.
„ეს ბრძანება ძალაში შევიდეს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 17 ნოემბრის №124/ნ ბრძანების ძალაში შესვლამდე, „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ამოქმედების პირობებით, ხოლო 2023 წლის 22 ნოემბრიდან, „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 17 ნოემბრის №124/ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2023 წლის 22 ნოემბრიდან“, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი.