მაჭატიის საჯარო სკოლას შოტოკან კარატეში ჩემპიონების გუნდი ჰყავს
23-05-2018
მაჭატიის საჯარო სკოლას შოტოკან კარატეში არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავს, რომელსაც ახალგაზრდა სპორტსმენი სარგის მარგარიანი ავარჯიშებს.
სკოლაში 70 მოსწავლეა, აქედან 30 მოსწავლე ჩართულია აქტიურ ვარჯიშში. სკოლას მრავალგზის ჩემპიონები ჰყავს. კერძოდ, მათი ტიტულები მსოფლიოს, საქართველოს, ევროპის და კავკასიის ჩემპიონობას მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ მათ შორის გოგონებიც არიან. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები ეთნიკურად სომხები გახლავთ, ისინი შეჯიბრებებში საქართველოს სახელით მონაწილეობენ.
ბავშვები ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ. ისინი ახალი შეჯიბრებისათვის ემზადებიან, რომელიც ივნისში თბილისში გაიმართება.
სკოლის დირექცია პატარა სპორტსმენებს წარმატებას უსურვებს.