„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ გამოქვეყნებულ კანონში ცვლილებები შევიდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების შესაბამისად, საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრის ვადები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დგინდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ინფორამაციის გამოქვეყნების ვალდებულება აქვს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის უფლება იმ ბავშებსაც ექნებათ რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.