მასწავლებლის 60-კრედიტიან პროგრამაზე მიღების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება
17-01-2024

„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, რექტორის ერთიანი აქტის საფუძველზე, მონაცემები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, 5 ოქტომბრამდე უნდა გაიგზავნოს.

„იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი, რომელიც იმავე წლის 5 ოქტომბრამდე იგზავნება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში. რექტორის ერთიან აქტში მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესით“ გათვალისწინებული საგანი, რომელიც წარმატებით ჩააბარა აპლიკანტმა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა“, - ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.

დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203