„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტის თანახმად, კერძო პროფსასწავლებლები მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად;
ასევე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, ვაუჩერული დაფინანსება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას შეუჩერდება მომდევნო კვარტალის დაწყებიდან ამ პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენამდე არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში“.
დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.