3 კრიტერიუმი, რომელიც პედაგოგებმა 22-საათიანი სავალდებულო ტრენინგის გასავლელად უნდა დააკმაყოფილონ - დეტალები
22-01-2024

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ცხადდება რეგისტრაცია ონლაინ საზოგადოების ტრენინგ პროგრამაზე.

პროგრამა სამი მოდულისგან შედგება და 22 საათს მოიცავს. ტრენინგ-კურსის მონაწილეებს მოეთხოვებათ თვით-შესწავლის მოდულების შესრულება, ლაივ-სესიებში, ფორუმებში და ვებინარებში აქტიური მონაწილეობა და რეფლექსიური ჟურნალების მომზადება.

ტრენინგის მონაწილეებს ასევე ეძლევათ საშუალება გაეცნონ კოლეგების გამოცდილებას და დაამყარონ პროფესიული კავშირები.

ტრენინგ პროგრამა მოიცავს 7 კვირას 2024 წ. 5 თებერვლიდან - 22 მარტამდე პერიოდში.  იხ. განრიგი

პროგრამის კომპონენტებია: 3 თვით-შესწავლის მოდული (9 საათი); 3 ვებინარი მოდერატორთან; 3 ლაივ სესია ფასილიტატორთან კოლეგების მონაწილეობით; 3 ფორუმ დისკუსია; 4 რეფლექსიური ჟურნალის მომზადება და ატვირთვა ელექტრონული პორტფოლიოსთვის

2024 წ. გაზაფხულის კურსის თემებია: როგორ სწავლობენ პატარები? თამაშები გამოყენება პატარებთან ინგლისურის სწავლების პროცესში სიმღერების, ლექსების და ჰანგების გამოყენება პატარებთან ინგლისურის სწავლების პროცესში.

შერჩევის კრიტერიუმები:

საქართველოს განათლების სისტემაში მომუშავე პედაგოგის საქართველოს მოქალაქეობა

საბაზისო IT უნარები ონლაინ პლატფორმაზე დასარეგისტრირებლად, საკუთარ ანგარიშზე წვდომისთვის და აქტივობებში ჩართვისთვის.

ინგლისურის ცოდნის მინიმალური დონე-B1Minimum English level: B1.

რეგისტრაცია:

მასწავლებელთა ონლაინ პროგრამის ტრენინგზე დასარეგისტრირებლად შეავსეთ ონლაინ ფორმა: https://forms.office.com/e/vFTSUq6Hzd

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წ. 21 იანვარს 23.59სთ GMT.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.britishcouncil.ge/events/future-english-join-our-online-teaching-community-training-programme

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203