ჩაქვის N1 საჯარო სკოლის 10 მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა 
18-01-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის10 მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა. 

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისათვის მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ. 

სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის სკოლიდან დასაჩუქრდნენ:

  1. ანა ბერიძე;
  2. სალომე დიასამიძე;
  3. გვანცა ფალავანდიშვილი;
  4. თამარ ჭურკვეიძე;
  5. ნია აბაშიძე;
  6. გუგა მამინაიშვილი;
  7. ნია თურმანიძე;
  8. მარიამ შიშმანიძე;
  9. მიშიკო ღლონტი;
  10. თემურ შაქარიშვილი.

სკოლაში მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება.

„ჩაქვის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ამაყობენ წარმატებული მოსწავლეებით, რომლებმაც საბაზო საფეხური დაძლიეს მაღალი აკადემიური მოსწრებით და „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ლეპტოპებით დაჯილდოვდნენ.

ვულოცავთ, ჩვენი სკოლის უკვე მეათე კლასელებს მიღწეულ წარმატებებს“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203