ახლახან, ბაღში თოჯინების თეატრს უმასპინძლეს. პატარებმა სპექტაკლი - „ეზოში ავი ძაღლია“ ნახეს.
ბავშვებისთვის თოჯინური წარმოდგენა შთამბეჭდავი აღმოჩნდა. პატარებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, სპექტაკლის შემდეგ კი ერთმანეთსა და აღმზრდელ-მასწავლებლებს მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
„ნუცას ბაგა-ბაღში“ თითოეული ბავშვის ემოციურ, სოციალურ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა, ამიტომ ბაღის ორივე ფილიალის პატარები ყოველდღიურად სახალისო, შემოქმედებით და განმავითარებელ აქტივობებში არიან ჩართულნი.